ფეხბურთი

18:51 | 7.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ალეგრიმ "იუვესთან" გაახანგრძლივა

როგორც დაანონსებული გახლდათ, მასიმილიანო ალეგრიმ და ტურინის „იუვენტუსმა“ ახალი კონტრაქტი გააფორმეს. „ბებერ ქალბატონს“ იტალიელი სპეციალისტი 2020 წლის 30 ივნისამდე გაწვრთნის. აღიშნული ინფორმაციას „იუვეს“ ვებგვერდი ოფიციალურად ადასტურებს.

ალეგრი ტურინში 2014 წელს მას შემდგომ მიიწვიეს, რაც გუნდი ანტონიო კონტემ დატოვა. ეს გამართლებული ნაბიჯი გამოდგა - თავად განსაჯეთ, განვლილ სამ წელიწადში „იუვენტუსმა“ ალეგრისთან ერთად სამ-სამჯერ მოიგო სკუდეტო და იტალიის თასი, ერთხელ სუპერთასი და ორჯერ ითამაშა ჩემპიონთა ლიგის ფინალში.

0.120597