ნორვეგიაში (სტავანგერი) მიმდინარე ვაჟთა დიდ საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირზე პირველი ტურის პარტიები გათამაშდა.
ყველაზე დიდხანს ნაკამურა - გირის შეხვედრა გაგრძელდა. უაღრესად დაძაბული პარტია ნაკამურას გამარჯვებით დასრულდა. რადგან სხვა პარტიებში ყაიმი დაფიქსირდა, ნაკამურა ერთი ქულით ერთპიროვნული ლიდერი გახდა.
პირველი ტურის შეხვედრათა ტექნიკური შედეგები:
ჰიკარუ ნაკამირა (აშშ) -ანიშ გირი (ჰოლანდია) 1:0
ლევონ არონიანი (სომხეთი) - ფაბიანო კარუანა(აშშ)0.5:0.5
მაგნუს კარლსენი(ნორვეგია) - უესლი სო (აშშ) 0.5:0.5
მაქსიმ ვაშიე - ლაგრავი(საფრანგეთი)-ვიშვანათან ანანდი(ინდოეთი)0.5:0.5
ვლადიმერ კრამნიკი (რუსეთი) - სერგეი კარიაკინი(რუსეთი) 0.5:0.5
მეორე ტურის შეხვედრათა განრიგი:
გირი - კარიაკინი
ანანდი-კრამნიკი
სო - ვაშიე-ლაგრავი
კარუანა - კარლსენი
ნაკამურა - არონიანი