კალათბურთი

12:49 | 7.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

უკრაინამ ევრობასკეტისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა

ევრობასკეტ-2017-ზე საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთმა მეტოქემ, უკრაინამ გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა.

უკრაინის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე ლიდერი, “ფინიქსის”ფორვარდი ალექსეი ლენი ეყოლება, გუნდის შემადგენლობაში ვიხილავთ ნბა-ს კიდევ ერთ მოთამაშეს, “იუტა ჯაზის” ფორვარდს ჯოელ ბოლომბოის, ხოლო ნატურალიზებული ამერიკელი გამთამაშებლის ჯეტერის ბედი ჯერჯერობით უცნობია, კალათბურთელი საბოლოო გადაწყვეტილებას რამდენიმე დღეში მიიღებს.

უკრაინის ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა:

უკანახაზელები: დენის ლუკაშოვი (“ენისეი”), ალექსანდრ ლიპოვი (“ტრიკალა”), სერგეი გლადირი (“მონაკო”), ალექსანდრ მიშულა (“დნეპრი”), რუსლან ატვერჩენკო (“ბუდიველნიკი”), პაველ კრუტაუს (“ბუდიველნიკი”), კლიმ ატამანოვი, სვატალას მიხაილიუკი (“კანზასი”), პუხ ჯეტერი (“შანდონგი”)

ფორვარდები: ვიაცესლავ ბობროვი (“კიმპერი”), მაქსიმ პუსტოვზონოვი (“კლუჟი”), ვიაჩესლავ პეტროვი (“ხიმკი”), ჯოელ ბოლომბოი (“იუტა ჯაზი”), ალექსანდრ კოლჩნკო (“ჩერკავსკი მავრი”), იგორ ზაიცევი, მაქსიმ კორნიენკო, სტანისლავ ტიმოფენკო (“დნეპრი”)

ცენტრები: ვიჩესლავ კრავტსოვი (“ვალენსია”), კირილ ფესენკო (“აველინო”), ალექს ლენი (“ფინიქსი”) .

საქართველოსა და უკრაინის ნაკრებებთან ერთად ამ ჯგუფში იასპარეზებენ ლიტვა, იტალია, გერმანია და მასპინძელი ისრაელი. ევროპის ჩემპიონატი 31 აგვისტოს დაიწყება და 17 სექტემბერს დასრულდება.

0.122389