ფეხბურთი

11:51 | 7.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

მოლდოვამ საქართველოსთან შეხვედრამდე ისრაელთან ისპარინგა (+VIDEO)

საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში უახლოეს მატჩს 11 ივნისს, კიშინოვში, მოლდოვას ეროვნულ ნაკრებთან გამართავს. ამ თამაშისთვის მოსამზადებლად მოლდოველებმა ისრაელის ნაკრებთან ისპარინგეს. ნეთანიაში გამართული ამხანაგური შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.

იგორ დობროვოლსკის შეგირდები 51-ე წუთზე, რადუ გინსარის გოლით დაწინაურდნენ და გამარჯვებასთანაც ახლოს იყვნენ, მასპინძლებმა ანგარიშის გათანაბრება მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში თერთმეტმეტრიანი დარტყმით შეძლეს.

მოლდოვას ნაკრებმა ისრაელის წინააღმდეგ ასეთი შემადგენლობით ითამაშა:

ნამაშკო (46, პაშენკო), ბორდიანი, ბოლოჰანი (68, რაკუ), პოსმაკი, კარპი (77, კოჟოკარი), დედოვი, ანტონიუკი (90, გრაური), კუჩუკი (77, ბუგაევი), ციგირლაში, ანტონი (66, ჩებოტარუ), გინსარი.

შეგახსენებთ, მოლდოვასა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებთა მატჩი 11 ივნისს, სტადიონ “ზიმბრუზე” თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. ქართველი ფეხბურთელები კიშინოვში გამგზავრებამდე დღეს, 20:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, სენტ კიტსისა და ნევისის ნაკრებთან გამართავენ ამხანაგურ მატჩს.

0.115857