საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, სენტ კიტსისა და ნევისის ნაკრებთან ამხანაგურ მატჩს გამართავს. ვლადიმირ ვაისის შეგირდებმა თამაშის წინ ბოლო ვარჯიში გუშინ ჩაატარეს. როგორც სფფ-ის ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება, საწვრთნელ პროცესს ტრავმის გამო ოთარ კიტეიშვილი გამოაკლდა, თბილისის "დინამოს" ახალგაზრდა ნახევარმცველმა შეკრება დატოვა.
ამ დროისთვის მწვრთნელის განკარგულებაში 24 ფეხბურთელი იმყოფება:
მეკარეები: გიორგი მაკარიძე (მორეირენსე, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი), ომარ მიგინეიშვილი (სამტრედია, სამტრედია)
მცველები: ოთარ კაკაბაძე (ესბიერგი, დანია), უჩა ლობჟანიძე (ატირაუ,ყაზახეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, რუსეთი), ჯემალ ტაბიძე (ურალი, რუსეთი), გიორგი ნავალოვსკი (ნეფთჩი, აზერბაიჯანი), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია), ლაშა დვალი (ირტიში,ყაზახეთი)
ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (რეიმსი, საფრანგეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი,ყაზახეთი), მურთაზ დაუშვილი (დიოშგიორი,უნგრეთი), ვაკო გვილია (ბატე, ბელარუსი), ჯანო ანანიძე (სპარტაკი,რუსეთი) , ვაკო ყაზაიშვილი (ლეგია,პოლონეთი), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (ვარდარი, სკოპიე, მაკედონია)
თავდამსხმელები: ლადო დვალიშვილი (ატირაუ,ყაზახეთი), ნიკა კაჭარავა (ეთნიკოსი,კვიპროსი), ბაჩანა არაბული (დინამო,თბილისი), ელგუჯა ლობჯანიძე (ორენბურგი,რუსეთი), გიორგი არაბიძე (შახტარი ,უკრაინა)
გუშინდელ ვარჯიშზე, საქართველოს ნაკრების ბოლო მატჩების დებიუტანტებმა და შეკრებაზე პირველად გამოძახებულმა ფეხბურთელებმა ბაჩანა არაბულმა, გიორგი არაბიძემ, ლაშა შერგელაშვილმა, ელგუჯა ლობჯანიძემ და ჯიმი ტაბიძემ ეროვნული ნაკრების კაპიტნისგან და ვიცე-კაპიტნისგან სამახსოვრო საჩუქრები მიიღეს.
საქართველოსა და სენტ კიტსისა და ნევისის შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება. მატჩზე დასწრება თავისუფალია. თამაშის რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხი შემოგთავაზებთ.