კატალონიის „ბარსელონასა“ და თურქეთის ნაკრების ფეხბურთელი არდა თურანი სკანდალშია - მაკედონიასთან (0:0) ამხანაგური მატჩის შემდეგ არდამ თურქი ჟურნალისტის ცემა დააპირა. ისინი თვითმფრინავში ერთად იმყოფებოდნენ, რა დროსაც, თურანი გაზეთ Milliyet-ის ჟურნალისტ ბილალ მეშეს კისერში წვდა.
ინციდენტი საბოლოოდ იმით დასრულდა, რომ არდა და ჟურნალისტი თურქეთის ნაკრების ხვა ფეხბურთელებმა გააშველეს. „ბარსელონას“ შემტი გაბრაზება კი, ევრო 2016-ის მერე, კრიტიკული სტატიის გამო იყო, რომელიც მეშემ დაწერა.
აღსანიშნავია, რომ ამ ინციდენტის გამო 30 წლის ფეხბურთელმა ეროვნული ნაკრებიდან წასვლა დაანონსა:
„ყოველთვის მიყვარდა ამ ქვეყნის მაისურის ჩაცმა, მაგრამ ჩემი კარიერა თურქეთის ნაკრებში დასრულებულია“, - განაცხადა არდამ.
რაც შეეხება ჟურნალისტ ბილალ მეშეს, იგი სასამართლოში ჩივილს აპირებს, მასზე თავდასხმის გამო. არდას თურქეთის ნაკრების რიგებში 2006 წლიდან მოყოლებული 89-ჯერ უთამაშია და მეტოქეთა კარში 16 გოლი გაიტანა.