დასარულს მიუახლოვდა ჭადრაკში მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონ ხოსე რაულ კაპაბლანკას მემორიალი, რომელსაც კუბა მასპინძლობს.
ზედიზედ ორი მოგების შემდეგ ინდოელი საერთაშორისო დიდოსტატი კრიშნან სასიკირანი დაწინაურდა, რომელმაც ელვისებურ ჭადრაკში მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ ვასილი ივანჩუკს გადაასწრო და ერთპიროვნული ლიდერი გახდა.
ბოლოსწინა, მეცხრე ტურის შეხვედრათა ტექნიკური შედეგები:
კრიშნან სასიკირანი(2669, ინდოეთი)-ემილიო კორდობა(2645, პერუ)1:0
ვასილი ივანჩუკი(2738, უკრაინა)-რეუნალდო ოსტიზ სუარესი(2570,კუბა)1:0
კასპერ პიორუნი(2638, პოლონეთი)-სამუელ შანკლადი(2676, აშშ) 0.5:0.5
სატურნირო მდგომარეობა ცხრა ტურის შემდეგ:
1.სასიკირანი - 6.0 ქულა
2. ივანჩუკი - 5.5
3. შანკლადი - 4.5
4. პიორუნი - 4.0
5-6. კორდობა, ოსტიზ სუარესი- 3.5-3.5
მეათე ტურის შეხვედრათა განრიგი:
ოსტიზ სუარესი - სასიკირანი
კორდობა - პიორუნი
შანკლადი - ივანჩუკი