ფეხბურთი

22:32 | 5.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

"ნიუკასლის" ყოფილი ფეხბურთელი ვარჯიშზე გარდაიცვალა

კოტ დივუარის ნაკრების ფეხბურთელი ჩეიკ ტიოტე მოულოდნელად გარდაიცვალა. 30 წლის ნახევარმცველი, რომელიც ჩინურ „ბეიჯინგში“ თამაშობდა, ვარჯიშის დროს შეუძლოდ გახდა, საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ მისი სიცოცხლის გადარჩენა ვეღარ მოხერხდა. ოფიციალური ინფორმაციით, ტიოტეს გულის შეტევა დაემართა.

„ვარჯიშზე მას გული წაუვიდა, საავადმყოფოში გადაყვანის მიუხედავად, იგი დაიღუპა. ჩვენ ვუსამძიმრებთ ტიოტეს ოჯახსა და ახლობლებს“, - ნათქვამია კლუბის განცხადებაში.

ჩეიკ ტიოტე ჩინეთში მიმდინარე წლის თებერვალში გადავიდა და ბოლოს მოედანზე შაბათს, 3 ივნისს იყო. მანამდე იგი, 2011 წლიდან მოყოლებული „ნიუკასლ იუნაიტედის“ წევრი გახლდათ, სადაც 156 თამაშში ერთი გოლი გაიტანა.

რაც შეეხება კოტ დივუარის ნაკრებს - ტიოტემ სამშობლოს ღირსება 55-ჯერ დაიცვა და გოლი ერთხელ გაიტანა. ზემოხსენებული გუნდების გარდა, „ანდერლეხტში“, „როდასა“ და „ტვენტეში“ უთამაშია.

0.102737