კალათბურთი

19:00 | 5.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

ილიას ზუროსმა ეროვნული ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა გამოაქვეყნა. ბერძენმა სპეციალისტმა გამოცდილ მოთამაშეებთან ერთად შეკრებაზე ახალგაზრდებსაც უხმო.

ეროვნული გუნდის კანდიდატთა სიაში 17 კალათბურთელია შესული, თუმცა, შესაძლებელია, ეს რიცხვი გაიზარდოს. მოგეხსენებათ, რამდენიმე დღეში „ბ“ ნაკრები იკრიბება, რომლის რამდენიმე წევრიც ეროვნულ გუნდში მოიაზრება. „ბ“ ნაკრები 26 ივნისიდან 15 ივლისამდე ჩინეთში, საერთაშორისო ტურნირებში მიიღებს მონაწილეობას და სწორედ ამის შემდეგ გადაწყდება მის წევრთა ეროვნულ გუნდთან შეერთების საკითხი.

გაფართოებული შემადგენლობაში ძირითადი ბირთვი ნაკრების გამოცდილი და უცვლელი წევრები არიან, ხოლო დანარჩენებს სხვადასხვა დროს უთამაშიათ ევროვნულ გუნდში, ანაც კანდიდატთა შორის ყოფილან. გაფართოებული სიის ერთადერთი მოთამაშე, რომელიც არასდროს ყოფილა ეროვნულ ნაკრებში გამოძახებული, 17 წლის გოგა ბითაძეა. ეს კალათბურთელი სერბულ “მეგა ბიმაქსში” თამაშობს, 211 სანტიმეტრი სიმაღლისაა, წლევანდელ ახალგაზრდული ევროლიგის ფინალში ითამაშა და შედეგიანობით ფინალური ტურნირზე საუკეთესო იყო. ბითაძე 14-24 ივლისს საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის “ბ” დივიზიონში დაეხმარება, რისი დასრულების შემდეგაც ახალგაზრდა ცენტრი ეროვნულ გუნდს სლოვენიაში შეუერთდება.

წარმოგიდგენთ საქართველოს ეროვნული გუნდის 17-კაციან, გაფართოებულ სიას:

gbf.ge

0.123344