"ჟირონა" არსებობის ისტორიაში პირველად ითამაშებს ესპანეთის ლა ლიგაში. ქალაქი ჟირონა კატალონიაშია, კლუბი კი 1930 წელს დაარსდა, ანუ 87 წლისაა.
კლუბმა სეგუნდა დივიზიონში მეორე ადგილი დაიკავა და "ლევანტესთან" ერთად პირდაპირ, პლეი-ოფის გარეშე გადავიდა საუკეთესოთა შორის.
"ჟირონას" სტადიონი "მონტილივი" მხოლოდ 9 300 მაყურებელს იტევს. კლუბის პრეზიდენტია "ატლეტიკოსა" და "ალავესის" ყოფილი მცველი დელფი ხელი, რომელსაც 2001 წელს უეფას თასის ბრწყინვალე ფინალში ("ლივერპული" - "ალავესი" 5:4) ავტოგოლი აქვს გატანილი დამატებით დროში. თუმცა, ზოგადად, კარგი ფეხბურთელი გახლდათ) და ესპანეთის ნაკრებში 4 მატჩი აქვს ჩატარებული.
დღევანდელი "ჟირონას" საუკეთესო ფეხბურთელად იტალიელი თავდამსხმელი სამუელე ლონგო ითვლება. მან ამ სეზონში 14 გოლი გაიტანა.