ფეხბურთი

21:42 | 4.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბუფონი: “შანსი კიდევ მაქვს”

ტურინის “იუვენტუსის” კაპიტანი ჯანლუიჯი ბუფონი არ ნებდება. როგორც ვეტერანმა ფეხბურთელმა “რეალთან” (1:4) მარცხის შემდეგ თქვა, მას კიდევ აქვს შანსი, რომ ჩემპიონთა ლიგა მოიგოს.

“იუვენტუსთან” ერთწლიანი კონტრაქტი ისევ მაკავშირებს და შესაბამისად, ჩემპიონთა ლიგის მოგების შანსი ისევ მაქვს. თუმცა, რა თქმა უნდა, რთული იქნება ამ სეზონზე უკეთ გამოსვლა, რადგან წელს ყველაფერი გავიღეთ, მაგრამ გამარჯვება მაინც ვერ მოვახერხეთ”, - თქვა ბუფონმა.

ამასობაში ჯიჯის საფეხბურთო საზოგადოება ამხნევებს. მაგალითად მიონხენგლადბახის “ბორუსიას” ტვიტერის გვერდზე შემდეგი სტატუსი დაიწერა:

“მომდევნო წელს უფრო ძლიერი უნდა დაბრუნდე”, - წერს გერმანული გუნდი.

ჯანლუიჯი ბუფონი ამჟამად 39 წლისაა და როგორც ცნობილია, კარიერას 2018 წლის მუნდიალის შემდეგ დაასრულებს. აქვე შეგახსენებთ, რომ ლეგენდარულ იტალიელს ჩემპიონთა ლიგის ფინალში სამჯერ მოუწია თამაში, მაგრამ სამჯერვე ვერცხლის მედლებით მოუწია დაკმაყოფილება.

0.130178