ფეხბურთი

14:40 | 4.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

ალეგრი: “ზურგში დანა ჩაგვეცა”

ტურინის “იუვენტუსის” მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ ჩემპიონთა ლიგის ფინალში “რეალთან” 1:4 მარცხის შემდგომ იმ მიზეზებზე ისაუბრა, რომელმაც მის გუნდს გამარჯვებაში ხელი შეუშალა.

“სამწუხარო ფაქტია, რომ “იუვემ” უკვე მეხუთედ წააგო ჩემპიონთა ლიგის ფინალში. მიუხედავად იმისა, რომ გადამწყვეტ მატჩამდე წაუგებელი სერია ქონდა. პირველი ნახევრის შემდეგ თანაბარი შანსები გვქონდა, მაგრამ მეორე ნახევარში ყველაფერი თავდაყირა დადგა. გავუშვით 2 გოლი, მე-4-ზე აღარაფერს ვამბობ”.

“ვამაყობ ჩემი ბიჭებით, რადგან მათი დამსახურებით მოვაღწიეთ ამ ეტაპამდე და ჩამოვედით კარდიფში”.

“გუნდში პრობლემები აშკარად იყო. ტრავმა ქონდა პიანიჩს, რომელსაც მუხლი ძალიან სტკიოდა. გარდა ამისა მეორე ტაიმში გუნდი ფსიქოლოგიურად გატყდა. ზურგში დანა ჩაგვეცა, თუმცა სათანადო რეაგირებას მოვახდენთ და მომავალში უფრო ძლიერები დავბრუნდებით. ჩვენი მიზანი კვლავ იქნება ისტორიის შეცვლა და მთავარი პრიორიტეტი ჩემპიონთა ლიგის მოგება იქნება”, - თქვა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ “იუვენტუსმა” “რეალთან” ჩემპიონთა ლიგის ფინალი 1:4 დათმო.

0.139731