მადრიდის “რეალის” შემტევმა კრიშტიანუ რონალდუმ “იუვენტუსს” (4:1) ჩემპიონთა ლიგის ფინალში ორი გოლი გაუტანა, კრიშტიანუს კარიერაში სულ 600 გოლი დაუგროვდა.
რონალდუმ “რეალის” მაისურით 406 გოლი გაიტანა, “მანჩესტერში” – 118, “სპორტინგში” – 5, ხოლო პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებში 71.
კრიშტიანუ რონალდუმ ჩემპიონთა ლიგა კარიერაში მეოთხედ მოიგო და ამ მაჩვენებლით კლარენ ზეედორფს ჟერარ პიკეს, ანდრეს ინიესტას, სამუელ ეტოოს და ლიონელ მესის გაუთანაბრდა.