პორტუგალიის ეროვნული ნაკრების და მადრიდის "რეალის" თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ ჩემპიონთა ლიგა კარიერაში მეოთხედ მოიგო და ამ მაჩვენებლით კლარენ ზეედორფს ჟერარ პიკეს, ანდრეს ინიესტას, სამუელ ეტოოს და ლიონელ მესის გაუთანაბრდა.
პორტუგალიელმა ევროპის უმთავრესი საკლუბო ტურნირი პირველად 2008 წელს "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისურით მოიგო. "რეალში" გადასვლის შემდეგ კი ლიგა რონალდუმ 2014, 2016, 2017 წლებში მოიგო.
ასევე, რონალდუ ზედიზედ მეხუთედ და კარიერაში მეექვსედ გახდა ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირი. "იუვენტუსთან" მატჩში კრიშტიანუმ დუბლი შეასრულა და ტურნირზე 12 გოლი დაუგროვდა. პორტუგალიელმა ლიონელ მესის ერთი გოლით გაასწრო. ამავდროულად, რონალდუ გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ლიგის სამ ფინალში მოახერხა თავის გამოჩენა.