ფეხბურთი

10:30 | 4.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

არეულობა და პანიკა ტურინში (+PHOTO-VIDEO)

უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალს ტურინში, „სან კარლოს მოედანზე „იუვეს“ მრავალრიცხოვანთა ქომაგების ჯგუფი დიდ ეკრანზე უყურებდა, თუმცა მათთის იქ შეკრება ლამის ტრაგედიით დასრულდა. საქმე წაგებულ ფინალს არ ეხება - როგორც იტალიური მედია იტყობინება, შეხვედრის მიმდინარეობისას რამდენიმე პეტარდის გასროლა მოხდა, რამაც ტიფოზებში პანიკა გამოიწვია. ამ დროისთვის დაშავებულთა რაოდენობა 1 500 ადამიანს აჭარბებს.

ადგილზე საჭირო გახდა პოლიციის, სახანძრო ბრიგადებისა და სასწრაფო დახმარების გამოძახებაც, ჯერჯერობით სერიოზულად დაშავებული ადამიანების შესახებ ცნობები არ ვრცელდება.

ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ინციდენტი ადგილზე შექმნილმა პანიკამ გამოიწვია, თუმცა განიხილება ტერორისტული აქტის მცდელობაც. ხოლო, საბოლოო მიზეზი, რამ გამოიწვია აღნიშნული პანიკა, ამას გამოძიება დაადგენს.

შეგახსენებთ, „იუვენტუსმა“ მადრიდის „რეალთა“ 1:4 წააგო და ისევ ჩემპიონთა ლიგის თასის გარეშე დარჩა.

0.254616