ჭადრაკი

22:53 | 3.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

ელვისებურშიც დაასრულეს

რაპიდის შემდეგ ქალმა მოჭადრაკეებმა საქართველოს გრან პრის გათამაშების პირველი ეტაპი ელვისებურ ჭადრაკში დაასრულეს, რომელსაც ვერის ბაღში მდებარე ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლემ უმასპინძლა.

ტურნირში მონაწილეობის სურვილი 25 მოჭადრაკემ გამოთქვა. ასპარეზობა, რომლის საპრიზო ფონდი 1000 ლარი იყო შვეიცარიული სისტემით ცხრა ტურად ჩატარდა.

ყველაზე მეტი 7.0-7.0 ქულა საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა ლელა ჯავახიშვილმა და გრან პრის პირველი ეტაპის რაპიდის გამარჯვებულმა ინგა ჭარხალაშვილმა დააგროვეს. უკეთესესი მაჩვენებლებით პირველი ადგილი და მთავარი პრიზი ჯავახიშვილს ერგო, ხოლო ჭარხალაშვილი ამჯერად მეორე ადგილით დაკმაყოფილდა. მესამე ადგილზე სოფო ხუხაშვილი გავიდა, რომელმაც 6.5 ქულა დააგროვა.

საპრიზო ფონდიდან 1-3 ადგილზე გასულ მოჭადრაკეებს შესაბამისად 500, 300 და 200 ლარი გადაეცათ.

0.113222