იტალიური “ინტერის” ვეტერანი მცველი მარკო მატერაცი ჩემპიონთა ლიგის ფინალში “იუვენტუსს” არ უგულშემატკივრებს. მისი თქმით, სურვილი “ბებერი ქალბატონის” გამარჯვებისა იმიტომ, რომ იტალიელია, მისი მხრიდან ფარისევლური იქნებოდა.
“გთხოვთ, ნუ მკითხავთ მსურს თუ არა, “იუვენტუსმა” ჩემპიონთა ლიგამოიგოს. ამის თქმა ჩემი მხრიდან ფარისევლობა იქნებოდა. ვფიქრობ, რომ ორივე გუნდი ნამდვილად იმსახურებდა ფინალში მოხვედრას. არ მაქვს პრობლემები არც “იუვესთან” და არც ზიდანთან, თუმცა კონკრეტულ მატჩშიარავის ვგულშემატკივრობ. ყველაფრის მიუხედავად, ვულოცავ მათ ამ წარმოუდგენელი გზის გავლას”, - თქვა მატერაციმ.
ჩემპიონთა ლიგის ფინალი “იუვენტუსსა” და “რეალს” შორის დღეს, 3 ივნისს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.