ფეხბურთი

12:34 | 3.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

ზინედინ ზიდანი: "წარსულს მნიშვნელობა არ აქვს"

მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი ჩემპიონთა ლიგის ფინალის ფავორიტად "სამეფო კლუბს" არ მიიჩნევს. ფრანგი სპეციალისტის თქმით, შანსი თანაბარია. ზიდანმა აღნიშნა, რომ "რეალი" ეცდება მისთვის დამახასიათებელი ფეხბურთი ითამაშოს და გულშემატკივარს სიამოვნება მიანიჭოს.

„ჩვენ ბევრი ვიმუშავეთ ამ სეზონში რომ მოგევგო ლა ლიგა და მოვსულიყავით ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე. ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება ის, რომ მზად ვიყოთ შეხვედრისთვის და შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი გუნდი მზადაა. „რეალმა“ იცის თუ რას ნიშნავს ზეწოლა. თუმცა, რეალობა ისაა, რომ ჩვენ არ ვართ ფავორიტები და შანსი 50%-50%-ზეა.

არანაირი მნიშვნელობა არ აქვს წარსულის ფინალებს. ახლა, ყველაფერი შესაძლებელია. ბავშვობაში რომ ეთქვათ, ჩემთვის ამდენს მივაღწევდი, არ დავიჯერებდი. მაგრამ ახლა ყველაფერი რეალობაა. მილანის შემდეგ ისევ ფინალში ვართ და ეს მშვენიერია.

"იუვენტუსს" მხოლოდ დაცვის ხაზი არ ჰყავს - მათი შეტევა ძალიან მაღალი დონისაა და ეს ამ სეზონში დაამტკიცეს. იტალიელებს თავდასხმაში ძალიან კარგი ფეხბურთელები ჰყავთ.

ჩვენ მზად ვართ - ფეხბურთში ყველაფერი ბოლომდე უნდა გაიღო, იმ შემთხვევაშიც თუ მარცხი გარდაუვალია. მე ბევრი მნიშვნელოვანი თამაში წამიგია და ვიცი, რომ ეს შესაძლოა, კიდევ ერთხელ მოხდეს. იგივე ეხება „იუვენტუსსაც“ - ვეცდებით ვითამაშოთ ჩვენთვის ჩვეული ფეხბურთი დიდი გუნდის წინააღმდეგ, რადგან გულშემატკივარს ერთადერთი რამ სურს - დიდი ფინალის ხილვა“, - აღნიშნა ზიდანმა მატჩის წინ.

"იუვენტუსი" - "რეალის" მატჩი დღეს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

0.123775