ტურინის „იუვენტუსის“ კაპიტანი ჯანლუიჯი ბუფონი ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ ამბობს, რომ მისთვის განსაკუთრებული თამაში იქნება. როგორც მატჩისწინა პრესკონფერენციაზე 39 წლის მეკარემ აღნიშნა, მას თანაგუნდელებთან შედარებით სხვა ემოციები ეუფლება.
„ვგრძნობთ გულშემატკივრების ზეწოლას, თუმცა ამ გზით შეგვიძლია ვიპოვოთ ძალა იმისთვის, რომ დავამარცხოთ „რეალი“. ჩემპიონთა ლიგის მოგება იქნება განუმეორებელი სიხარული. ეს სიტუაცია 2006 წლის ფინალის წინანდელ მდგომარეობას ძალიან გავს. ვგრძნობ იმავეს, რასაც მაშინ - კონცენტრირებული ვარ, ვნერვიულობ, პატივს ვცემ მეტოქეს და ამავდროულად ვაცნობიერებ ვინ ვართ ჩვენ.
ჩემთვის „ოქროს ბურთი“ მეორეხარისხოვანია - ახლა მთავარი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა და ერთადერთია, რასაც მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის. დახურული სტადიონი? - ასეთ გარემოში მოთამაშია ამსტერდამსა და იაპონიაში 2002 წლის მუნდიალზე - ვფიქრობ, დიდი განსხვავება არაა. "რეალი" ფინალებს ყოველთვის იგებს, ჩვენ - ვაგებთ. თუმცა, ახლა დროა ისტორია შეიცვალოს და გამარჯვება "იუვენტუსს" დარჩეს.
ჩემი ემოციები ახლა განსხვავებულია, ვიდრე ჩემი ახალგაზრდა თანაგუნდელების. მე აღარ მაქვს სათამაშოდ კიდევ ხუთი წელი, ამიტომ ჩემთვის ეს განსაკუთრებული თამაშია. ბედნიერი ვიქნები თუ ჩემს გუნდს დავეხმარები ჩემპიონთა ლიგის მოგებაში“, - თქვა ჯიჯიმ.
შეგახსენებთ, „იუვენტუსისა“ და „რეალის“ ფინალური მატჩის დღეს, ჩვენი დროით 22:45 საათზე დაიწყება.