ფეხბურთი

15:35 | 3.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

ძაძას “ვალენსიაში” დარჩენა სურს

“ვალენსიას” თავდამსხმელის სიმონე ძაძას მამამ, ანტონიომ განაცხადა, რომ მისი შვილი “მესტალიაზე” თავს ბედნიერად გრძნობს და “მილანში” გადასვლა არ სურს.

ცნობილი იტალიური გამოცემის Gazzetta dello sport-ის მტკიცებით, იტალიელი ფორვარდის შეძენით “მილანი” დაინტერესდა, თუმცა სიმონეს მამამ ჭორებს ბოლო მოუღო.

“სიმონე “ვალენსიაში” დარჩება. ის აქ ბედნიერია და არსად წასვლა არ სურს”, - განაცხადა ანტონიო ძაძამ.

25 წლის ფორვარდი “ვალენსიას” ზამთარში იჯარის წესით შეუერთდა და 20 მატჩში 6 გოლის გატანა მოახერხა. “ღამურებმა” იტალიელი მოთამაშე 16 მილიონ ევროდ გამოისყიდეს.

0.109735