ჭადრაკი

23:16 | 2.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

ვერის ბაღმა ქარსელაძის მემორიალს უმასპინძლა

დასრულდა ცნობილი საჭადრაკო მწვრთნელის ვახტანგ ქარსელაძის მემორიალი 8, 10, 12 და 14 წლამდე ასაკობრივი მოჭადრაკეებით დაკომპლექტებულ გუნდებს შორის, რომელსაც ვერის ბაღში მდებარე ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლემ უმასპინძლა.

თითოელი გუნდი სამი ჭაბუკითა და ერთი გოგონათი იყო დაკომპლექტებული. გუნდებს მოგებაზე ორი, ფრეზე ერთი, ხოლო წაგებაზე ნული ქულა ეწერებოდა. საპრიზო ადგილებზე გასული გუნდები დიპლომით და შესაბამისი ხარისხის მედლებით დაჯილდოვდნენ. პირველ ადგილზე გასულს სპეციალური თასი გადაეცა.

პრიზიორთა ვინაობა ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით:

8 წლამდე:

  1. ,,აკადემია-5“
  2. ,,ამომავალი ვარსკვლავი“
  3. ,,აკადემია-7“

10 წლამდე:

  1. ,,აისი“
  2. NTN -10
  3. ,,ორბი“

12 წლამდე:

  1. ,,აკადემია-2"
  2. NTN-1
  3. ,,ამომავალი ვარსკვლავი“

14 წლამდე:

  1. ,,აკადემია-1“
  2. NTN-1
  3. თეთრი დედოფალი
0.11761