ფეხბურთი

22:52 | 2.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

გი რუ: “ფრანგები რასისტები არიან”

ლეგენდარული ფრანგი სპეციალისტი გი რუ, რომელმაც სახელი “ოსერში” წარმატებული მუშაობით გაითქვა, ამბობს, რომ ფრანგი ხალხის უმეტესი ნაწილი რასისტია.

78 წლის მწვრთნელის განცხადებით, სწორედ ამის მიზეზია, რომ მადრიდის “რეალის” თავდამსხმელ კარიმ ბენზემას საფრანგეთის ნაკრებში აღარ იძახებენ.

“მე ერთი ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, ამიტომაც, ბარში ხშირად დავდივარ, სადაც ხალხს ვუსმენ და შემიძლია ვთქვა, რომ ბევრი ფრანგი რასისტია. ევროპის ჩემპიონატამდე ქვეყნის 70%-ს ბენზემას ევროპის ჩემპიონატზე წაყვანა არ სურდა. ამ გარემოებამ ერთი წლის წინ დეშამის გადაწყვეტილებაზე დიდი გავლენა მოახდინა. არც დეშამი და არც საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი რასისტები არ არიან, მაგრამ პრაგმატულად მოქმედებენ. მათ კარგად იციან, რომ თუ ბენზემა ნაკრებში ითამაშებს, ბევრი ადამიანი მათ წინააღმდეგ განეწყობა.

ვფიქრობ, კარიმს ევროპის ჩემპიონატზე რომ ეთამაშა, საფრანგეთი ჩემპიონი გახდებოდა, მაგრამ როგორც დასრულდა მათთვის ტურნირი, ეს ლოგიკური იყო”, - ციტირებს გი რუს სიტყვებს Figaro.

შეგახსენებთ, წელიწადზე მეტია, რაც კარიმ ბენზემა მატიე ვალბუენას შანტაჟის გამო სკანდალში გაეხვა და მას მერე დიდიე დეშამს იგი საფრანგეთის ნაკრებში არ მიუწვევია.

რაც შეეხება გი რუს, ის 1961/2005 წლებში წვრთინდა “ოსერს”...

0.118792