კალათბურთი

21:40 | 2.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

ტაირონ ლუ: “რაც მე მინახავს, “გოლდენ სტეიტმა” საუკეთესო მატჩი ჩაატარა”

“კლივლენდ კავალიერსის” მთავარმა მწვრთნელმა ტაირონ ლუმ “გოლდენ სტეიტთან” (91:113) მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ “გოლდენ სტეიტი” საუცხოო კალათბურთს თამაშობს.

“რაც მინახავს, ეს “გოლდენ სტეიტის” საუკეთესო მატჩი იყო. ოკლენდელები რეკორდებს ამყარებენ და გაჩერებას არ აპირებენ. გასულ სეზონში 73 მოგება და 9 მარცხი, ახლა პლეი-ოფში ზედიზედ მოგებული 13 შეხვედრა - ეს წარმოუდგენელია. ისინი დიდებულ კალათბურთს თამაშობენ, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია, მათზე უკეთესად ვითამაშოთ”, - განაცხადა ლუმ.

სუპერფინალური სერიის მეორე მატჩი ოკლენდში 5 ივნისს, თბილისის დროით 04:00 საათზე დაიწყება.

0.103332