ჩოგბურთი

20:52 | 2.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

მარი: “კლიჟანი სახიფათო მოწინააღმდეგეა”

მსოფლიოს ნომერ პირველმა ჩოგანმა ენდი მარიმ როლან გაროსის 1/32-ფინალში სლოვაკი მარტინ კლიჟანი 6:7, 6:2, 6:2, 7:6 დაამარცხა. მატჩის შემდეგ ბრიტანელმა კლიჟანთან მატჩზე და მომდევნო შეხვედრაზე ისაუბრა.

“რთული მატჩი გამოვიდა. კლიჟანმა კარგად ითამაშა, მისი ფორჰენდი საუცხოოდ მუშაობს და ჩაწოდებაც ძალიან სახიფათო იყო. რაც შეეხება მომავალ შეხვედრას ხუან მარტინ დელ პოტროსთან, არგენტინელთან რთული მატჩი მელის. დელ პოტრო ერთ-ერთი საუკეთესო ჩოგბურთელია, თანაც ის ახლა კარგ ფორმაშია”, - განაცხადა მარიმ.

როლან გაროსის მე-3 წრეში მარი დელ პოტროს შეხვდება, მატჩი 3 ივნისს 13:00-ზეა ჩანიშნული.

0.119396