ფეხბურთი

15:00 | 2.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

სიმეონე რჩება, გრიზმანს ხელფასს გაუზრდიან

სპორტული საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებამ მადრიდის “ატლეტიკოს” გეგმები თავდაყირა დააყენა და კლუბის ხელმძღვანელობა მთავარ მწვრთნელ დიეგო სიმეონესთან ერთად ახალ სტრატეგიაზე მუშაობს.

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ საარბიტრაჟო სასამართლომ “ატლეტიკოსთვის” ფიფას მიერ დაწესებული სასჯელი ძალაში დატოვა და კლუბი ახალი ფეხბურთელებით შემადგენლობის გაძლიერებას 2018 წლის იანვრამდე ვერ შეძლებს, დღის წესრიგში დადგა სიმეონეს საკითხი, რომელიც შეთავაზებების ნაკლებობას არ უჩივის და დარჩენის სანაცვლოდ ხელმძღვანელობას ახალი სეზონისთვის სწორედ გუნდის გაძლიერებას სთხოვდა.

Marca-ს ინფორმაციით, მხარეები შეთანხდნენ, რომ არგენტინელი სპეციალისტი კლუბს არ დატოვებს. გარდა ამისა, მადრიდელები ყველა ღონეს გამოიყენებენ ლიდერების შესანარჩუნებლად. პირველ ყოვლისა, ეს ანტუან გრიზმანს ეხება. ფრანგი შემტევის “მანჩესტერ იუნაიტედში” გადასვლა ბოლო პერიოდში ფაქტობრივად გადაწყვეტილად მიიჩნეოდა, თუმცა “ატლეტიკო” მზადაა, 26 წლის ფეხბურთელთან 2021 წლამდე მოქმედი კონტრაქტის ფინანსური პირობები შეცვალოს და მოთამაშეს ანაზღაურება მნიშვნელოვნად გაუზარდოს.

0.117518