მადრიდის “ატლეტიკოს” სატრანსფერო სანქცია ძალაში დარჩა და “როხიბლანკო” ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ახალ მოთამაშეებს ვერ დაიმატებს.
აღნიშნული ცნობის დადასტურებისთანავე, ცნობილმა ესპანურმა გამოცემამ მარკა-მ უმალ 11-კაციანი სია შემოგვთავაზა, რომლებიც მადრიდულ კლუბს ჰყავდა განათხოვრებული და მათი დაბრუნება ამ ზაფხულს შეუძლია.
ეს სია ასე გამოიყურება:
მატიას კრანევიტერი (ჩამშლელი ნახევარმცველი, “სევილია”);
ლუსიანო ვიეტო (თავდამსხმელი, “სევილია”);
სანტოს ბორე (თავდამსხმელი, “ვილიარეალი”);
დიეგო ხოტა (შემტევი ნახევარმცველი, “პორტო”);
ხავიერ მანკილიო (მარჯვენა მცველი, “სანდერლენდი”);
ემილიანო ველაზკესი (ცენტრალური მცველი, “ბრაგა”);
აქსელ ვერნერი (მეკარე, “ბოკა ხუნიორსი”);
ბერნარდ მენსა (შემტევი ნახევარმცველი, “გიმარაეში”);
გილერმე სიკეირა (მარცხენა მცველი, “ვალენსია”);
ამატ ნდიაიე (თავდამსხმელი, “ტენერიფე”)
ექტორ ერნანდესი (თავდამსხმელი, “ალბასეტე”)