რობერტო მანჩინი სანქტ პეტერბურგის “ზენიტის” მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. რუსული კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, 52 წლის იტალიელ სპეციალისტთან კონტრაქტი 3-წლიანია და ხელშეკრულებაში თანამშრომლობის კიდევ ორი წლით გახანგრძლივებაა გათვალისწინებული.
მანჩინის სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში “ფიორენტინაში”, “ლაციოში”, “ინტერში”, “მანჩესტერ სიტიში” და “გალათასარაიში” უმუშავია, 2014 წელს ისევ “ინტერს” დაუბრუნდა, გასული სეზონის სტარზე კი მილანური კლუბი დატოვა და მას შემდეგ უმუშევარი იყო.
იტალიელმა მწვრთნელმა რუსული კლუბში მირჩა ლუჩესკუ შეცვალა.