ჭადრაკი

22:50 | 31.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ქალთა შორის ფიდემ ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა

ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციამ (ფიდე), ქალთა შორის ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელსაც კვლავინდებურად მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი ჰოუ იფანი (2666.1, ჩინეთი) ლიდერობს. იმდენად დიდია სხვაობა იფანსა და მის თანამემამულე, მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ, მეორე ადგილზე მყოფ ჟუ ვენჯუნს (2583.3) შორის, რომ იფანს, უახლოეს მომავალში, პირველ ადგილს ვერავინ შეეცილება.

რაც შეეხება ქართველ მოჭადრაკეებს პირველ ათეულში მხოლოდ ევროპის მოქმედი ჩემპიონი ნანა ძაგნიძე იმყოფება, რომელსაც მეათე ადგილი უკავია. ცოტა ხნის წინ ძაგნიძე მეექვსე ადგილზე იმყოფებოდა, მაგრამ ჩინეთის საკლუბო ჩემპიონატზე ცუდად გამოვიდა და მეათე ადგილამდე ჩამოქვეითდა.

სხვა ქართველი მოჭადრაკეებიდან 50 საუკეთესო სპორტსმენს შორის სამი მოჭადრაკე, ნინო ბაციაშვილი(2467.8), ბელა ხოტენაშვილი(2452.0 და ლელა ჯავახიშვილი(2447.2) იმყოფება.ბაციაშვილს 23-ე, ხოტენაშვილს 27-ე, ხოლო ჯავახიშვილს 30-ე ადგილი უკავია.

გთავაზობთ პირველი ათეული შემადგენლობას 31 მაისისათვის:

1. ჰოუ იფანი (2666.1,ჩინეთი)

2. ჟუ ვენჯუნი (2583.3,ჩინეთი)

3. ანა მუზიჩუკი (2572.9,უკრაინა)

4. ჰამპი კონერუ (2557.0,ინდოეთი)

5. მარია მუზიჩუკი (2543.8,უკრაინა)

6. ალექსანდრა კოსტენიუკი(2541.5,რუსეთი)

7. ვიქტორია ჩმილიტე (2541.3,ლიტვა)

8.კატერინა ლაგნო (2539.0,რუსეთი)

9. ჰარიკა დრონოვალი (2535.3,ინდოეთი)

10. ნანა ძაგნიძე (2533.4,საქართველო)

0.112456