ფეხბურთი

21:31 | 31.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

“რეინჯერსმა” ბრუნუ ალვეში დაიმატა

პორტუგალიის ნაკრების ექსფეხბურთელი ბრუნუ ალვეში კარიერას “გლაზგო რეინჯერსში” გააგრძელებს. ამის შესახებ შოტლანდიური გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება.

ბრუნუ ალვეში “აიბროქსზე” მომდევნო ორი წლის განმავლობაში დარჩება. 35 წლის ფეხბურთელმა 2016/2017 წლების სეზონი “კალიარიში” გაატარა და იტალიის ჩემპიონატში 36 მატჩიც ჩაატარა.

ალვეში 2016 წელს პორტუგალიის ნაკრების შემადგენლობაში ევროპის ჩემპიონი გახდა. სხვადასხვა დროს კი, “პორტუში”, “ზენიტსა” და “ფენერბახჩეში” უთამაშია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.120289