ჭადრაკი

18:25 | 31.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

“თავისუფლების კუნძული” კაპაბლანკას მემორიალს მასპინძლობს

„თავისუფლების კუნძულად“ წოდებული სახელმწიფო კუბა ამ ქვეყნის წარმომადგენლის, ვაჟთა შორის მსოფლიოს სამგზის ჩემპიონ, ხოსე რაულ კაპაბლანკა - ი - გრაუპერას (1888 – 1942) სახელობის საჭადრაკო მემორიალს მასპინძლობს.

აღნიშნულ ტურნირში ექვსი ქვეყნის ამდენივე წარმომადგენელი მონაწილეობს. ესენი არიან: სწრაფ ჭადრაკში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ვასილი ივანჩუკი (2738, უკრაინა ), სამუელ შანკლადი (2676, აშშ), კრიშნან სასიკირანი (2669, ინდოეთი), ემილიო კორდობა (2645, პერუ), კასპერ პიორუნი (2638, პოლონეთი) და ისან რეუნალდო ოსტიზ სუარესი (2570, კუბა).

ასპარეზობა ორ წრედ, ათ ტურად ტარდება. მეოთხე ტურში ივანჩუკმა შავებით ოსტიზ სუარესი დაამარცხა, ხოლო კორდობა-სასირიკანისა და შანკლადი - პიორუნის პარტიები ყაიმით დასრულდა.

სატურნირო მდგომარეობა ოთხი ტურის შემდეგ:

1-3. ივანჩუკი, სასიკირანი, შანკლადი 2.5-2.5 ქულა

  1. კორდობა 2.0

5.ორტიზ სუარესი 1.5

6.პიორუნი 1.0

მეხუთე ტურის შეხვედრათა განრიგი:

სასიკირანი - ორტიზ სუარესი

პიორუნი - კორდობა

ივანჩუკი - შანკლადი

0.125312