ალჟირის ეროვნული ნაკრების შემტევმა რიად მაჰრეზმა "ლესტერიდან" წასვლა გადაწყვიტა. აღნიშნული ინფორმაცია აფრიკელმა ფეხბურთელმა საზოგადოებას თავად ამცნო.
"გასულ წელს მფლობელთან ვისაუბრე და შევთანხმდით, რომ კიდევ ერთი წელიწადი დავრჩებოდი, რათა გუნდს დავხმარებოდი პრემიერლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე. ჩემი კარიერის ოთხი საუკეთესო სეზონი გავატარე "ლესტერში" და ამ კლუბის წევრობით უბედნიერესი ვარ." - ციტირებს შკყ შპორტს-ი ალჟირელის სიტყვებს.
მაჰრეზმა მადლობა გადაუხადა კლუბს და გულშემატკივრებს გვერდში დგომისთვის და იქვე დასძინა, იმედია მხარდამჭერები ჩემ გადაწყვეტილებას პატივს სცემენო. ჯერჯერობით უცნობია თუ სად გააგრძელებს კარიერას მაჰრეზი.
რიადი "ლესტერში" "ლე ავრიდან" 2014 წლის იანვარში გადავიდა. მას შემდეგ მაჰრეზმა "მელიების" მაისურით 138 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 35 გოლი და 25 საგოლე გადაცემა შეასრულა. აფრიკელს საუკეთესო სეზონი 2015/16 წლებში ჰქონდა, როდესაც პრემიერლიგა მოიგო და ინგლისის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.