საქართველოს ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა "როლანდ გაროსის" ტურნირზე წყვილთა თანრიგშიც იასპარეზა.
ბასილაშვილის მეწყვილე ავსტრალიელი მეთ რიდერი გახლდათ. ქართული-ავსტრალიური წყვილი ავსტრიულ-გერმანულ დუეტთან, ანდრე ბეგემანი-ფილიპ ოსვალდოსთან 4:6, 6:4, 3:6 დამარცხდა. მატჩი საათსა და 41 წუთს გაგრძელდა.
შეგახსენებთ, რომ ნიკამ "როლან გაროსის" ერთეულთა თანრიგის პირველ წრეში ჟილ სიმონი 1:6, 6:2, 6:4, 6:1 დაამარცხა. მომდევნო ეტაპზე ქართველი ჩოგბურთელი სერბ ვიქტორ ტროიცკის შეხვდება.