ჭადრაკი

10:51 | 30.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

„მსოფლიოს ახალგაზრდა ვარსკვლავები“ - ტურნირი დასრულდა

დასრულდა საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირი, მსოფლიოს ახალგაზრდული გრან პრის ერთ-ერთი ეტაპი "მსოფლიოს ახალგაზრდა ვარსკვლავები", რომელსაც ქალაქმა კირიშიშიმ (რუსეთი) უმასპინძლა.

ტურნირში, 12-დან 17 წლის ჩათვლით, 8 ქვეყნის 12 პერსპექტიული მოჭადრაკე მონაწილეობდა. მათ შორის იყო საქართველოს ჩემპიონი, 2004 წელს დაბადებული ნიკოლოზ კაჭარავა (2180), რომელიც მე-11 ნომრად იყო განთესილი.

ასპარეზობა ერთ წრედ, 11 ტურად ჩატარდა. ბოლო, მე-11 ტურში კაჭარავა მომავალ ჩემპიონ, 2003 წელს დაბადებულ კირილ შუბინს (2287, რუსეთი) დაუზავდა, 4.0 ქულა დააგროვა და მე-11 ადგილი დაიკავა.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, 7.5 ქულით პირველ ადგილზე შუბინი გავიდა, რომელმაც მეორეადგილოსან სერგეი ლობანოვს (2429, რუსეთი) უკეთესი მაჩვენებლებით აჯობა. ბოლო ტურამდე ასპარეზობას არამ აკოპიანი (2449, სომხეთი) ლიდერობდა, მაგრამ ბოლო ტურში მეექვსე ადგილზე გასულ ტორ ფრედერიკ კაასენთან (2325, ნორვეგია) დამარცხდა და საბოლოოდ, 7.0 ქულით, მესამე ადგილი და ბრინჯაოს მედალი ერგო.

0.106641