ფეხბურთი

2:12 | 30.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

პელეგრინომ “ალავესი” დატოვა

არგენტინელმა სპეციალისტმა მაურისიო პელეგრინომ “ალავესის” მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. აღნიშნულის შესახებ, პელეგრინომ 29 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

45 წლის მწვრთნელს ბასკურ კლუბთან კონტრაქტი დაუსრულდა, ხოლო ახალი ხელშეკრულების გაფორმებაზე უარი განაცხადა. როგორც ესპანური პრესა იუწყება, მაურისიო მუშაობას დიდი ალბათობით “სევილიაში” განაგრძობს, სადაც არგენტინის ნაკრებში წასულ ხორხე სამპაოლის შეცვლის.

პელეგრინო “ალავესს” 2016 წლის 26 ივნისიდან წვრთნიდა. მან კლუბი ლა ლიგაში მე-9 ადგილზე გაიყვანა, ხოლო ესპანეთის თასზე ფინალამდე გავიდნენ, სადაც “ბარსელონასთან” დამარცხდნენ (1:3). არგენტინელის ხელმძღვანელობით “ალავესმა” სულ 47-ჯერ ითამაშა, საიდანაც 18 მოიგო, 17 ფრედ დაასრულა და 12 წააგო.

0.125851