2017-2018 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე პირდაპირ დაშვებული 22-ვე კლუბი ცნობილია. ბოლო ორი საგზური “რომამ” და “ბეშიქთაშმა” მოიპოვეს. ქვეყნებს შორის ადგილები კი შემდეგი რაოდენობით გადანაწილდა: ინგლისიდან – 4, ესპანეთიდან და გერმანიიდან 3-3, იტალიიდან, საფრანგეთიდან და პორტუგალიიდან კი 2–2.
აქვე გთავაზობთ გუნდების ჩამონათვალს:
ინგლისი – “ჩელსი”, “ტოტენჰემი”, “მანჩესტერ სიტი”, “მანჩესტერ იუნაიტედი”
ესპანეთი – “რეალი”, “ბარსელონა”, “ატლეტიკო”
გერმანია – “ბაიერნი”, “ლაიპციგი”, “დორტმუნდი”
იტალია – “იუვენტუსი”, “რომა”
საფრანგეთი – “მონაკო”, პსჟ
პორტუგალია – “ბენფიკა”, “პორტუ”
რუსეთი – “სპარტაკი”
უკრაინა – “შახტარი”
ბელგია – “ანდერლეხტი”
ჰოლანდია – “ფეინოორდი”
თურქეთი – “ბეშიქთაში”
შვეიცარია - “ბაზელი”
ჯგუფური ეტაპის კიდევ 10 მონაწილე საკვალიფიკაციო ეტაპის მეშვეობით გამოვლინდება.