მას შემდეგ რაც “ზენიტიდან” მირჩა ლუჩესკუ გაათავისუფლეს, რუსული კლუბი ახალი მწვრთნელის ძიებაში იყო. როგორც ცნობილი გახდა, სანქტ-პეტერბურგელებს რობერტო მანჩინი ჩაიბარებს.
რუსული მედიის ინფორმაციით, მანჩინი ჩასული იყო რუსეთში და კლუბის ერთ-ერთ მფლობელთან ალექსეი მილერთან გადაღებული სურათიც განათავსა სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ იტალიელი თავკაცი ბოლოს “ინტერს” წვრთნიდა, რომელიც 2016 წელს დატოვა.