საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა საფრანგეთის ღია პირველობის პირველი ეტაპი წარმატებით დაძლია. განახლებულ რეიტინგში 63-ე ადგილზე მყოფი ქართველი ჩოგბურთელი მსოფლიოს 32-ე ჩოგანს ჟილ სიმონს დაუპირისპირდა და ფრანგი მეტოქე ოთხ სეტში 1:6, 6:2, 6:4, 6:1 დაამარცხა.
ბასილაშვილი მომდევნო ეტაპზე 31 წლის სერბს, ვიქტორ ტროიცკის (ATP-ის რეიტინგი 35) შეხვდება. ნიკასა და ტროიცკის მატჩი 31 მაისს გაიმართება.