მსოფლიოს ნომერ მეორე ჩოგბურთელი ნოვაკ ჯოკოვიჩი “როლან გაროსზე” იასპარეზებს. სერბისთვის საფრანგეთის ღია პირველობა ზედიზედ 50-ე დიდი სლემის ტურნირი იქნება, ამ მაჩვენებლით ნოვაკი მეექვსე ადგილზე იმყოფება. მეორე ადგილზე 61 ტურნირით ფელისიანო ლოპესია, ხოლო პირველ ადგილს ზედიზედ დიდი სლემის 65 ტურნირზე მონაწილეობით როჯერ ფედერერი იკავებს.
“როლან გაროსის” პირველ ეტაპზე ნოვაკის მეტოქე ესპანელი გრანოლეს-პუიოლი იქნება, შეხვედრა 29 მაისს თბილისის დროით 14:30 საათზეა ჩანიშნული.