ფეხბურთი

12:17 | 29.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

პიეტრო პელეგრი ფეხბურთის ისტორიაში

იტალიური „ჯენოას“ ახალგაზრდა ფორვარდი პიეტრო პელეგრი სერია A-ს და ზოგადად, ფეხბურთის ისტორიაში შევიდა. 16 წლის მოთამაშე გახდა 2001 წელს დაბადებულ ფეხბურთელთაგან პირველი, ვინც კალჩოსა და ტოპ 5 ჩემპიონატში გოლის გატანა მოახერხა. პელეგრიმ „რომასა“ და „ჯენოას“ მატჩში ანგარიში გახსნა. გოლის გატანის დროს იტალიელი 16 წლისა და 73 დღის ასაკის გახლდათ.

სხვათა შორის, იგი სერია A-ს ყველა დროის ახალგაზრდა გოლის ავტორთა სიაში მესამე ადგილზე დამკვიდრდა. აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებულ მატჩში ფეხბურთიდან ფრანჩესკო ტოტი გააცილეს და პარადოქსია, მაგრამ როდესაც ბოლოს „რომამ“ სკუდეტო მოიგო, სწორედ იმ წელს დაიბადა პიეტრო პელეგრი - 2001 წელს.

აქვე გეტყვით, რომ შაბათს, „იუვენტუსის“ თავდამსხმელი მოისეს კინი გახდა პირველი მოთამაშე, რომელიც 2000 წელსაა დაბადებული და გოლი გაიტანა ტოპ 5 ჩემპიონატში, მაგრამ პელეგრიმ მისი შედეგი ზუსტად 24 საათში გააუმჯობესა.

0.112876