ფეხბურთი

22:12 | 28.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

“გლადბახმა” იტალიელი ფეხბურთელი შეიძინა

მიონხენგლადბახის “ბორუსიამ” “ფრაიბურგის” ნახევარმცველი ვინჩენცო გრიფო შეიძინა. აღნიშნულ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ადასტურებს. გრიფომ “გლადბახთან” 4 წლიანი კონტრაქტი გააფორმა, ხოლო ტრანსფერის ღირებულებამ 6 მილიონი ევრო შეადგინა.

იტალიელი ვინჩენცო გრიფო გასულ სეზონში “ფრაიბურგის” ერთ-ერთი გამორჩეული წევრი იყო და ევროპა ლიგის საგზურის მოპოვებაში დიდი წვლილი შეიტანა – 30 მატჩში მან 6 გოლი გაიტანა და 12 საგოლე პასი გააკეთა.

0.118161