ფეხბურთი

14:49 | 28.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ერნანდესი მექსიკის ნაკრების ბომბარდირი გახდა

"ლევერკუზენის" თავდამსხმელი ხავიერ ერნანდესი (ჩიჩარიტო) მექსიკის ეროვნული ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ხორვატიასთან წაგებულ ამხანაგურ შეხვედრაში ჩიჩარიტომ 87-ე წუთზე ანგარიშში სხვაობა შეამცირა და ნაკრების მაისურით 47-ე გოლი გაიტანა.

ერნანდესმა ხარედ ბორხეტის შედეგი გააუმჯობესა, რომელმაც 86 შეხვედრაში გაიტანა 46 გოლი. ჩიჩარიტოს ბომბარდირობისთვის 91 მატჩის ჩატარება დასჭირდა. ხავიერმა 25 გოლი ამხანაგურ შეხვედრებში გაიტანა, 7 - მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, 3 - მსოფლიოს თასზე, 7 - კონკაკაფის ოქროს თასზე, 3 - კონფედერაციათა თასზე, ხოლო 1-1 - კონკაკაფის თასსა და კოპა ამერიკაზე.

0.124067