ფეხბურთი

10:30 | 28.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ფრანჩესკო ტოტი და რეკორდები...

ლეგენდარული ფრანჩესკო ტოტი დღეს, „რომას“ შემადგენლობაში უკანასკნელად ითამაშებს. ჩესკომ საყვარელ კლუბს მთელი კარიერა შეალია - 25 წელი.

ბუნებრივია, აღნიშნულ დროში ტოტიმ არაერთი რეკორდი დაამხო და ქვემოთ სწორედ ამის შესახებ გიამბობთ.

რეკორდები „რომაში“

784 თამაში „ჯალოროსის“ მაისურით.

306 გატანილი გოლი.

618 თამაში „რომას“ მაისურით სერია A-ში.

250 გოლი იტალიის ჩემპიონატში.

103 თამაში და 38 გოლი ევროტურნირებზე.

25 სეზონი „რომას“ რიგებში.

19 სეზონი კაპიტნის რანგში.

რეკორდები სერია A-ში

618 თამაში - ამ შედეგით ტოტი მესამე ადგილზეა. ჩამორჩება მხოლოდ პაოლო მალდინისა და ჯანლუიჯი ბუფონს.

250 გოლი - ამაზე მეტი იტალიის ჩემპიონატში მხოლოდ სილვიო პიოლას აქვს გატანილი (274).

ტოტი არის ყველაზე ასაკოვანი მოთამაშე, ვისაც დუბლი აქვს შესრულებული. გარდა ამისა, 12 სეზონის განმავლობაში ორნიშნა ციფრს გადაცდა გატანილი გოლებით (9 სეზონი ზედიზედ) და ეს საუკეთესო შედეგია ისტორიაში.

ჩესკომ სერია A-ში მიჯრით 23 სეზონი ითამაშა - რეკორდი.

„ოქროს ბუცი“ და არამხოლოდ...

ფრანჩესკო ტოტი ჩემპიონთა ლიგაზე ყველაზე უხუცესი გამტანია: 2014 წელს, „მანჩესტერ სიტის“ კარში გატანილი გოლით გახდა რეკორდსმენი. თუმცა, მალევე, გოლი ცსკა-საც გაუტანა და თავისივე მიღწევა გააუმჯობესა - 38 წლის და 59 დღის ასაკში ლიგაზე გოლი არავის გაუტანია.

ფრანჩესკო ტოტი ლუკა ტონისთან ერთად არის ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც „ოქროს ბუცის“ მოგება მოახერხა.

ტოტის რომაულ დერბში ყველაზე მეტჯერ აქვს ნათამაშები (41 მატჩი) და არის საუკეთესო ბომბარდირიც (11 გოლი).

0.113214