ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელი მოის კინი სერია A-ს ისტორიაში შევიდა. 17 წლის თავდამსხმელი გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელიც 2000 წელს ან 2000 წლის შემდეგაა დაბადებული და იტალიის ჩემპიონატში გოლი გაიტანა.
ახალგაზრდა იტალიელმა ბოლო ტურის შეხვედრაში, “ბოლონიას” გაუტანა. აღსანიშნავია, რომ ამ გოლით “იუვენტუსმა” მატჩი 2:1 მოიგო.
შეგახსენებთ, ნოემბერში მოის კინმა კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა, ოღონდ მაშინ პირველი იყო, რომელმაც ითამაშა სერია A-ში.