ფეხბურთი

21:14 | 27.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

იტალიის ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

იტალიის ნაკრების შემადგენლობა ივნისში გასამართი მატჩებისთვის ცნობილია. ჯამპიერო ვენტურამ “სკუადრა აძურაში” 26 ფეხბურთელი გამოიძახა.

ეროვნულ ნაკრებს დაუბრუნდა კლაუდიო მარკიზიო, რომელსაც ბოლო პერიოდში არ იძახებდნენ. პირველად მიიწვიეს იტალიის ნაკრებში ბრაზილიელი ემერსონ პალმიერი, რომელსაც იტალიის მოქალაქეობა აქვს.

“იუვენტუსის” ფეხბურთელები გუნდს ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ შეუერთდებიან, ხოლო მატია კალდარა, ლორენცო პელეგრინი და ფედერიკო ჩეკერინი 5 ივნისამდე იქნებიან იტალიის ნაკრებში, შემდეგ კი, 21-წლამდე გუნდს შეუერთდებიან.

მეკარეები: ჯანლუიჯი ბუფონი (“იუვენტუსი”), ჯანლუიჯი დონარუმა (“მილანი”), სიმონე სკიფეტი (“უდინეზე”)

მცველები: დავიდე ასტორი (“ფიორენტინა”), ანდრეა ბარძალი (“იუვენტუსი”), ლეონარდო ბონუჩი (“იუვენტუსი”), მატია კალდარა (“ატალანტა”), ფედერიკო ჩეკერინი (“კროტონე”), ჯორჯო კიელინი (“იუვენტუსი”). დანილო დ’ამბროზიო (“ინტერი”), მატეო დარმიანი (“მანჩესტერი”, ინგლისი), ემერსონ პალმიერი (“რომა”), ლეონარდო სპინაცოლა (“ატალანტა”), ალესიო რომანიოლი ("მილანი")

ნახევარმცველები: დანიელე დე როსი (“რომა”), კლაუდიო მარკიზიო (“იუვენტუსი”), რიკარდო მონტოლივო (“მილანი”), ლორენცო პელეგრინი (“სასუოლო”), მარკო ვერატი (პსჟ, საფრანგეთი)

თავდამსხმელები: ფედერიკო ბერნარდესკი (“ფიორენტინა”), ანტონიო კანდრევა (“ინტერი”), სტეფან ელ შაარავი (“რომა”), ლორენცო ინსინიე (“ნაპოლი”), ანდრეა ბელოტი (“ტორინო”), ედერი (“ინტერი”), მანოლო გაბიადინი (“საუთჰემპტონი”, ინგლისი), ჩირო იმმობილე (“ლაციო”)

იტალიის ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში ჯერ ურუგვაის შეხვდება, შემდეგ კი, მუნდიალის შესარჩევ ციკლში ლიხტენშტეინს უმასპინძლებს.

0.116363