თითქმის გადაწყვეტილია, რომ ამ ზაფხულს ვაკო გვილია კლუბს შეიცვლის. როგორც იცით, საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ბელარუსის ჩემპიონ ბატე-ში თამაშობს.
შევიტყვეთ, რომ გვილიას ბელარუსზე ძლიერი ჩემპიონატებიდან ჰქონია შეთავაზება, მათ შორის, რუსეთიდან და პოლონეთიდან.
23 წლის გვილია შარშან ახალგაზრდულიდან ეროვნულ ნაკრებში დაწინაურდა და საკმაოდ კარგადაც ითამაშა.