ფეხბურთი

22:46 | 27.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

კონფედერაციათა თასი: მექსიკა და რაფა მარკესი

მექსიკის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ხუან კარლოს ოსორიომ ეროვნულ გუნდში კონფედერაციათა თასზე სათამაშოდ ერთბაშად 32 ფეხბურთელს უხმო. თუმცა, კოლუმბიელს მათგან 23-ს არჩევა და მათი რუსეთში თანხლება მოუწევს.

აღსანიშნავია, რომ მექსიკელები უძლიერესი შემადგენლობით ემზადებიან ზემოხსენებული ტურნირისთვის. გუნდში არიან ხავიერ ერნანდესი, კარლოს ველა, ექტორ ერერა და რაფაელ მარკესი - 38 წლის ლეგენდარული მექსიკელი მცველი.

მეკარეები: ხოსე კორონა („კრუზ ასული“), გოლერმო ოჩოა („გრანადა“, ესპანეთი), ალფრედო ტალავერა („ტოლუკა“)

მცველები: ოსვალდო ალანისი („გვადალახარა“), ნესტორ არაუხო („სანტოს ლაგუნა“), რაულ ლოპესი („პაჩუკა“), რაფაელ მარკესი („ატლასი“), ექტორ მორენო (პსვ, ჰოლანდია), დიეგო რეიესი („ესპანიოლი“, ესპანეთი), ლუის რეიესი („ატლასი“), კარლოს სალსედო („ფიორენტინა“, იტალია)

ნახევარმცველები: ხონათან დოს სანტოსი („ვილიარეალი“, ესპანეთი), ხესუს დეუნიასი („ტიგრესი“), ანდრეს გუარდადო (პსვ, ჰოლანდია), ერიკ გუტიერესი („პაჩუკა“), ელიას ერნანდესი („ლიონი“, საფრანგეთი), ხორხე ერნანდესი („პაჩუკა“), ექტორ ერერა („პორტუ“, პორტუგალია), მიგელ ლაიუნი („პორტუ“, პორტუგალია), ხესუს მოლინა („მონტერეი“), ორბელინ პინედა („გვადალახარა“)

თავდამსხმელები: ხავიერ აკინო („ტიგრესი“), ხესუს მანუელ კორონა („პორტუ“, პორტუგალია), იურგენ დამი („ტიგრესი“), ჯოვანი დოს სანტოსი („ლოს ანჟელეს გელექსი“, აშშ), მარკო ფაბიანი („აინტრახტი“, გერმანია), ხესუს გალიარდო („პუმასი“), ხავიერ ერნანდესი („ლევერკუზენი“, გერმანია), რაულ ხიმენესი („ბენფიკა“, პორტუგალია), ირვინგ ლოსანო („პაჩუკა“), ორიბე პერალტა („ამერიკა“), კარლოს ველა („სოსიედადი“, ესპანეთი)

კონფედერაციათა თასზე მექსიკა ჯგუფში მასპინძელ რუსეთს, პორტუგალიასა და ახალი ზელანდიის ნაკრებებს დაუპირისპირდება.

0.119792