კარლოს ტევესი ზამთარში „შანხაი შენჰუას“ შეუერთდა - ამის ერთადერთ მიზეზად ის ხელფასი უნდა დავასახელოთ, რომელსაც „აპაჩს“ აზიაში დაპირდნენ. თუმცა, ვერ ვიტყვით, რომ ახლა არგენტინელი კმაყოფილია - როგორც მან თქვა, ჩინეთში დაბალი დონის ფეხბურთია, რომელიც თანამედროვეობას 50 წლით ჩამორჩება.
„ჩინეთის ჩემპიონატი ევროპის ვერცერთ წამყვან ლგას კონკუენციას ვერ გაუწევს - ჩემი აზრით, აქ ფეხბურთი 50 წლით უკანაა. ტექნიკურად და ფიზიკურად სუსტი ფეხბურთელები არიან, ფეხბურთიც განსხვავებულია. გარდა ამისა, ხალხსაც ცხოვრების სხვა სტილი გააჩნია“, - უთხრა ტევესმა ესპანურ მედიას.
კარლოს ტევესმა „შანხაის“ რიგებში 5 შეხვედრა ჩაატარა და გოლის გატანა ერთადერთხელ შეძლო.