დასრულდა თბილისის ჩემპიონატი ჭადრაკში 16 წლამდე გოგონებსა და ჭაბუკებს შორის, რომელსაც ვერის ბაღში მდებარე ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლემ უმასპინძლა.
ტურნირი, რომელშიც 25 მოჭადრაკე(8 გოგონა, 17 ჭაბუკი) მონაწილეობდა შვეიცარიული სისტემით შვიდ ტურად ჩატარდა. გოგონებში 6.5 ქულით პირველი ადგილი ლილე ქორიძემ დაიკავა. 5.5-5.5 ქულა დააგროვეს და შესაბამისად მეორე- მესამე ადგილებზე სალომე სანიკიძე და თამარ ონიანი გავიდნენ.
ჭაბუკებს შორის პირველ ადგილზე გასულმა ანდრია ლოლაძემ 5.5 ქულა დააგროვა. ლოლაძეს ნახევარ-ნახევარი ქულით თორნიკე წერეთელი და ლაშა კაჭკაჭიშვილი ჩამორჩნენ. უკეთესი მაჩვენებლებით მეორე ადგილი წერეთელს ერგო.