“კლივლენდ კავალიერსის” ლიდერმა ლებრონ ჯეიმსმა მაიკლ ჯორდანის შესახებ ისაუბრა და მას “თითქმის ღმერთი” უწოდა.
“კალათბურთი იმიტომ მიყვარს, რომ მაიკლ ჯორდანი არსებობს. მან კალათბურთისთვის ბევრი გააკეთა, ის თითქმის ღმერთია, მე არ შემიძლია ჯორდანისნაირი ვიყო”, - განაცხადა ლებრონ ჯეიმსმა.
შეგახსენებთ, რომ ლებრონ ჯეიმსმა პლეი-ოფში დაგროვილი ქულების რაოდენობით ლეგენდარულ მაკლ ჯორდანს გადაასწრო და პირველ ადგილზე გადავიდა. ლებრონის ანგარიშზე 5995 ქულა, ჯორდანისა – 5987.