ფეხბურთი

18:17 | 26.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბერნარდუ სილვა "ქალაქელი" ხდება

ფრანგული „მონაკოსა“ და პორტუგალიის ნაკრების ნახევარმცველი ბერნარდუ სილვა კარიერას „მანჩესტერ სიტიში“ გააგრძელებს. გამოცემა The Sun-ს თუ დავუჯერებთ, 22 წლის ფეხბურთელი უკვე მანჩესტერშია, რათა გუნდთან კონტრაქტი მალევე გააფორმოს.

ჯერჯერობით არ ხმაურდება ტრანსფერისა და მოთამაშის პირადი კონტრაქტის დეტალები. აღსანიშნავია, რომ სილვას მიმართ ინტერესს „მანჩესტერ იუნაიტედიც“ იჩენდა, მაგრამ პეპ გვარდიოლას კლუბმა თანაქალაქელს აჯობა.

ბერნარდუ სილვა „მონაკოში“ 2014 წლიდან თამაშობს და გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო. აწ დასრულებული სეზონი კი ერთობ წარმატებული გამოუვიდა: პორტუგალიელის ლიდერობით მონეგასკები საფრანგეთის ჩემპიონები გახდნენ და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდნენ.

0.128181